ვერ ვხედავ საჭიროებას, მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2021, 13:25 867 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.

„პაციენტი დღესდღეობით თერაპიულ საწოლზე თერაპიული კოდით მკურნალობს, ჩვენ ექიმებს გააჩნიათ სრული გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებით პროტოკოლი, რომელიც რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენგან რეკომენდებულია გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი