ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს სიტუაციას სააკაშვილის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე - კარლ ჰარცელი

25 ნოემბერი 2021, 11:39 773 ნახვა

მივესალმები, რამდენიმე დღის წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, მოხარული ვარ გავიგო, რომ მისი გამოჯანმრთელება, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ფუნდამენტური, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

„ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულდა. ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს სიტუაციას მის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე სათანადო სამართლებრივ პროცესს, სადაც აღვნიშნე მოსაზრება სასამართლო პროცესებზე მის დასწრებასთან დაკავშირებით.

ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, რადგან გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი იმპულსი, რომელიც ვიხილეთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, იფიქრონ, როგორ უზრუნველყონ ამ იმპულსის შენარჩუნება სწორი მიმართულებით წინსვლისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველსა და მის ოფისს.

„როდესაც საუბარია სახალხო დამცველის როლზე, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ აქამდეც გვითქვამს, რომ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველსა და მისი ოფისს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმოხილვისთვის, ბატონი სააკაშვილის საქმეში მონიტორინგისთვის, შეფასებისა და რეკომენდაციების გაცემისთვის. მჯერა, რომ მან პოზიტიური წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი