ბათუმის ''დინამო'' საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებას ნახევარფინალში გამოეთიშა. თბილისში ''მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე'' ''საბურთალომ'' ბათუმის ''დინამო'' მიიღო და 2-1 დაამარცხა.
მატჩის ბოლო წუთებში ''დინამო'' შეტევას ცდილობდა თუმცა ''საბურთალომ'' თავის დაცვით მოახერხა და ანგარიში შეინარჩუნა.
თბილისის ''საბურთალო'' საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც წყალტუბოს ''სამგურალს'' დაუპირისპირდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე