უმაღლესის საბჭოს გასვლითი სხდომა

24 ნოემბერი 2021, 14:51 953 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს გარემოს დაცვის სამმართველოსა და სატყეო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიში. 

სამმართველოს 2021 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონ ნახევარი ლარია, სამი კვარტლის შედეგებით პროგრამების შესრულების მაჩვენებელი 90%-ია.

გასვლით სხდომაზე დეპუტატების შეკითხვები შეეხებოდა ტყის ფონდის მართვას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ხე-ტყის ჭრის პროცესს. 

მათი თქმით, ნებართვის მიღება და შემდგომ ტყიდან საშეშე მასალის ტრანსპორტირება  ერთ-ერთი პრობლემური საკითხია მოსახლეობისთვის და ამ თემაზე მსჯელობა ისევ გაგრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი