საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს. მმართველი პარტიის ლიდერები ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ ევროპარლამენტარებთან და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებთან.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოში დღის წესრიგის შეცვლაზე, რადგან ამოვიდნენ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა ისაუბრონ მიხეილ სააკაშვილზეც.
რაც შეეხება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ მოწოდებებს, უმრავლესობის წევრები ამ საკითხს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ ელოდებიან.