მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის." პარტიაში ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისთვის დაბრუნდებიან. მანამდე კი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს აანონსებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლელოში". ფრაქცია 2 ნოემბერს დაწყებულ პროტესტს წყვეტს და დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.