"ბათუმის თასი 2021-ის" გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა 

22 ნოემბერი 2021, 15:03 1133 ნახვა

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირის "ბათუმის თასი 2021"ის გამარჯვებილი თბილისის "დინამო" გახდა. ფინალში თბილისელებმა "ჟალგირისი" 5-1 დაამარცხეს. მესამე ადგილზე "გლადანი" გავიდა, რომელმაც "რიზესპორს" 6-0 მოუგო.

ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ბათუმში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გათამაშებაში 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას. საიდანაც 5 ადგილობრივი და 5 უცხოური კლუბი იყო.

"ბათუმის თასი 2021" 2010 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ჩატარდა. ტურნირის ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში