მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის." პარტიაში ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისთვის დაბრუნდებიან. განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლელოში". ფრაქცია 2 ნოემბერს დაწყებულ პროტესტს წყვეტს და დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.