ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს - პრემიერი 

22 ნოემბერი 2021, 11:52 962 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მილიარდი ლარი იქნება და ეს ისტორიული მაქსიმუმია.

''ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს იქნება დაახლოებით, 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირველი 9 თვის განმავლობაში, შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცედენტო ზრდაა რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი