მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. შეხვედრა 14 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. 2022 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება, რისთვისაც 107 მილიონ 373 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21 მილიონით განისაზღვრა ; განათლებაზე კი - 26 მილიონ 792 ათასი ლარი, ხოლო მაგალითად ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 18მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.