ელენე ხოშტარია რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალში" გადის. დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში ცოტა ხნის წინ ისაუბრეს.
ექიმის განცხადებით, ხოშტარია თავს კარგად გრძნობს, მას გადასხმები გაუკეთდა, მიიღო მცირე ულუფაც, რომლის მოცულობაც კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება. პროტოკოლის თანახმად დეპუტატმა კლინიკა ერთ კვირაში უნდა დატოვოს. "დროას" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იშიმშილა.