ხულოში ქედლების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა.
ერთი დაშავებული კი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული. იგი რეანიმაციაში იმყოფება ,მედიკოსების თქმით მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ხელოვნურ სუნთქვაზეა.
შსს- მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო , რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.