სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს

19 ნოემბერი 2021, 18:13 1137 ნახვა

რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი შეწყვეტს თუ არა შიმშილობას პარლამენტში მყოფი 9 დეპუტატი. უკვე ცნობილია, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას აღარ გააგრძელებენ ბათუმში მოშიმშილეეები, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში იქნება მოთავსებული.  ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ "ელენე ხოშტარიას ფაქტორი" იყო ერთ-ერთი დომინანტი მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების შესახებ. აღნიშნავენ, რომ მათთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ყოველგვარ წნეხს კი გამორიცხავენ. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, "ლელო საქართველოსთვის " შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს. როგორც მან აღნიშნა, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო. მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხის პროტეტს და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას ვერ გაუძლო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი