რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს

19 ნოემბერი 2021, 15:36 1175 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

აქციის მონაწილეების მთავარი  მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

„თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ახლა პულტთან თუ დაჯდება ვინმე და დამელოდება, ხაბეიშვილის რას იზამს, არ გამოვა არაფერი. ხაბეიშვილი ვერაფერს ვერ იზამს. ამ ბრძოლაში ვიბრძოლებ და რასაც შემეძლება გავაკეთებ, ოღონდ პულტთან თბილად რომ ხარ, ყავას სვამ და მელოდები, რომ ოპოზიცია რას გააკეთებს, არ გამოვა. აი, ახლა რომ მიყურებ, უნდა ადგე და გამოხვიდე. არ გამოხვალ და არაფერი არ იქნება. ვერც სამართალს იპოვი, ვერც სამსახურს და ზოგადად ყველაფერი თუ დაგექცა თავზე, მერე ნუ იწუწუნებთ მაშინ. მე არ ვაპირებ დანებებას, სულ რომ მარტო დავრჩე, მაინც ვიბრძოლებ, მაინც არ შევეგუები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი