ექიმის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, რჩება რეანიმაციაში, ჩაუტარდა გარკვეული კვლევები და ელოდებიან პასუხებს - დიმიტრი საძაგლიშვილი

19 ნოემბერი 2021, 14:22 693 ნახვა

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, იმის, გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილება მასთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა.

ადვოკატის თქმით, პენიტენციურ განყოფილებაში მას განუცხადეს, რომ სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და არა ადვოკატები.

"ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველას პასუხი ჯერ არ არისმოსული. მათივე თქმით, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების პასუხს და ასევე მითხრა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და გადაწყდება რა იქნება მომდევნო ნაბიჯები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გადაყვანასთან დაკავშირებით.

ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა პროფილის ექიმების შეკრება იგეგმება, ან რა დროს, მან  ვერ მომაწოდა. ვფიქრობ ამ პირობებში, როცა გუშინ სააკაშვილს ჰქონდა კოლაფსი, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ინფორმაციის არ გავრცელება"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში