რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - კარლ ჰარცელი

19 ნოემბერი 2021, 13:24 763 ნახვა

ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის, მის როლს, მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი.

ვფიქრობ, ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი. როდესაც საქმე ეხება ამჟამინდელ სიტუაციას, მჯერა, დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან მოხდეს შესაბამის ქმედებებზე გადასვლა, რათა შექმნილი სიტუაცია მოგვარდეს ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში