მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
მისივე თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატს პენიტენციური სამსახურისგან მიაწოდეს.
„სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს კომუნიკაცია. პენიტენციურისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, მდგომაროება დასტაბილურდაო. მეტი დეტალი არ ვიცი“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და გონება დაკარგა.