კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია

18 ნოემბერი 2021, 14:43 1051 ნახვა

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა ხუცუბანში გაიმართა.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმართვიანობა ნოემბერში გაზრდილია და ამას პენსიონერებისთვის გათვალისწინებულ წამახალისებელ ინიციატივას უკავშირებენ. 

უწყების ინფორმაციით, იმუნიზაცია მიმდინარეობს, როგორც სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში ამბულატორიებსა და სამედიცინო პუნქტებში, ასევე, ქალაქის თითქმის ყველა ჰოსპიტალურ დაწესებულებაში.

ამ დროისთვის აჭარაში  227 ათას 739 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, მათ შორის ორი დოზა - 106 ათას  381, ბუსტერ დოზა - 405.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი