ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. ექიმების დასკვნის მიხედვით, რეკომენდაციების არ გათვალისწინების შემთხვევაში რისკები მაღალია და შეიძლება დადგეს ფატალური შედეგიც.
ოპოზიცია ჯგუფს სრულ ნდობას უცხადებს და ისევ მსჯავრდებული პრეზიდენტის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მმართველი გუნდის წევრები კი საკითხს პოლიტიზებულს უწოდებენ.