სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე, კოვიდ ტესტირების პუნქტი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული და კანონდარღვევით ფუნქციონირებდა.
''დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს
მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.