ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. ექიმების დასკვნის მიხედვით, რეკომენდაციების არ გათვალისწინების შემთხვევაში რისკები მაღალია და შეიძლება დადგეს ფატალური შედეგიც.