სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იმედისმომცემი იყო - გიული ალასანია

17 ნოემბერი 2021, 19:29 1116 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მისთვის იმედისმომცემი იყო.

"მე გამიჩინა რაღაც იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ, აშკარად გამიჩინა, იმიტომ, რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პროცესი უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის არაფრთხილი გამოთქმა საზოგადოებაში ღელვას იწვევს და რომ შეიძლება, ეს, რაღაცნაირად, თავიდან ავიცილოთ და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა" - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტა სამედიცინო კონტროლის ქვეშ უნდა მოხდეს.

"არა მარტო ჩვენთან, ბოლოს და ბოლოს მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ამ პროცესებში და როდემდე? მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. როგორც კი მივიღეთ სტრასბურგიდან ეს მოწოდება, მაშინვე შეწყვიტა. თვითონ ექიმები ამბობენ, რომ შიმშილობის ასეთ ვითარებაში შეწყვეტა არის ძალიან სახიფათო. არანაკლებ სახიფათო, ვიდრე ამ შიმშილის გაგრძელება. შიმშილობის შეწყვეტა უნდა მოხდეს უსათუოდ სამედიცინო კონტროლის ქვეშ და არა სხვანაირად“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში