IDFI - სააკაშვილის საქმის განხილვა ბრალდებულის უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს

17 ნოემბერი 2021, 13:54 801 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის  საქმის განხილვამ მისი დასწრების გარეშე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდა.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული აზიანებს, როგორც ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას, ისე სასამართლოს რეპუტაციასა და სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპს, ასევე ამკვიდრებს საფრთხის შემცველ პრეცედენტს.

ორგანიზაციის შეფასებით,  სპეციალური პენიტენციური სამსახური აბსტრაქტულ და ბუნდოვან გარემოებებზე მითითებებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით ამბობს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარს.

ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლომ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, რამდენად საფუძვლიანი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის მიწოდებულ წერილში წარდგენილი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტოს, სხდომის გაგრძელების გადადებისა თუ სხდომის სასამართლოს დარბაზის მიღმა ჩატარების საკითხი.მათივე თქმით, არ იკვეთება, რომ  მოსამართლეები იღებენ გონივრულ ზომებს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლო თვითნებობის შესაზღუდად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში