რა მდგომარეობა ქედაში დიდთოვლობის შემდეგ?

09 დეკემბერი 2016, 00:00 3634 ნახვა

ქედის მაღალი ზონის  სოფლებში თოვლის საფარი    ერთ მეტრს აღწევს, ხოლო დაბლობში 50 სანტიმეტრია. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები 6 მიმართულებით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი შეწყდა დანდალოს  პირველ საჯარო სკოლაში. მიზეზი გათბობის სისტემის დაზიანებაა. ქედის რესურსცენტრის უფროსის განმარტებით,  გაცდენილი  საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო არ მუშაობს მერისის საბავშვო ბაღი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დენი არ მიეწოდება სოფელ გუნდაურის მოსახლეობას. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით,  დაზიანების ადგილას მობილური ჯგუფები  მუშაოებენ.  

ამავე კატეგორიაში