პარლამენტი მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს - მამუკა მდინარაძე

15 ნოემბერი 2021, 20:35 858 ნახვა

პარლამენტი მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სხდომაზე განვიხილეთ, დეპუტატებისთვის ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. წინა ბრიფინგზე გამოვთქვი ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა დადებითი და შევუწყვეტდით უფლებამოსილებას. ახლა ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიერ ორჯერ მომართვის მიუხედავად, ჩვენ მათ უფლებამოსილებები არ შევუწყვიტეთ, თუმცა უკვე მესამე შემთხვევაა და ბუნებრივია, ჩვენ მათ ნებას დავყვებით. საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ერთი მათგანის საკითხი ამ მიმართულებით უკვე გავლილია საპროცედურო კომიტეტზე, მეორესი ხვალ დილით განიხილება. პარლამენტის რეგლამენტი თანახმად, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს პრიორიტეტულად“ - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი