პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნით კი მულტიფუნქციური კონსილიუმის მუშაობა უფრო სისტემატური და ეფექტიანი გახადოს” – ამ შინაარსით კიდევ ერთ განცხადებას სახალხო დამცველი აქვეყნებს.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს კონსილიუმის საქმიანობის ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც: განსაზღვრავს კონსილიუმის პაციენტთან ვიზიტების სიხშირეს, შეკრების ინიცირების საკითხებს.
ასევე, მისი თქმით, აუცილებელია გადაიხედოს კონსილიუმის შემადგენლობა და შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, გაფართოვდეს ექიმ-სპეციალისტთა წრე.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას.