კოვიდსიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია

14 ნოემბერი 2021, 17:30 1671 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვლილი 81 პაციენტი, შემცირებული ვაქცინაციის ტემპი  და დაკეტილი ამცრელი პუნქტები.  ბათუმში არსებულ  სამედიცინო დაწესებულებებში გვითხრეს რომ ჯავშნების სიმცირის გამო დღეს ვაქცინაციის პუნქტების ნაწილი  დაკეტილია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ არის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის მსურველები დილიდან იმყოფებოდნენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი. ჯამში პანდემიის დაწყებიდან უკვე  10 975  ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 5 საჯარო სკოლა და 116 კლასი.  რაც შეეხება არასრულწლოვნების ვაქცინაციას, ამ ეტაპზე აჭარაში 12-15 წლამდე ასაკის მოზარდების კოვიდ საწინააღმდეგო  ვაქცინით აცრა არ დაწყებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი