საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.