სააკაშვილის შიმშილობის 44-ე დღე-აქცია დღესაც იქნება

13 ნოემბერი 2021, 12:20 1120 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17:00 საათზე, აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.

როგორც იცით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება უკვე 44- ე დღეა შიმშილობს და მოითხოვს მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ აპირებს პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი