იუსტიციის სამინისტროსთან ხმაური და დაპირისპირება იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სამართალდამცავები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ მინისტრისგან კითხვებზე პასუხის მოსმენა სურდათ.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყოს სამართალმდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
ლევან ხაბეიშვილმა სამართალდამცველებს რამდენჯერმე მიმართა, რომ შეეშვათ სამინისტროში, თუმცა პასუხად მიიღო, რომ როდესაც აქციის გარეშე მოვიდოდა შენობაში მაშინ შეუშვებდნენ.
სამართალდამცველებმა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც სცადეს, თუმცა არ დაუკავებიათ.
"აგრესიული იყო და ცდილობდნენ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და ამიტომ არ შევუშვით"-განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, აქცია დაიშალა, თუმცა ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.