სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს, ჯერ არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, აპირებენ თუ არა მის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან - დიმიტრი საძაგლიშვილი

12 ნოემბერი 2021, 15:23 829 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობას კვლავ განაგრძობს, ვინაიდან იუსტიციის სამინიტროს და პენიტენციურ სამსახურს მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის თაობაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ უცნობებიათ.

„მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს, მათ არ გაუკეთებიათ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში, სულაც არ არის საავადმყოფო.

თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის დაწესებულებაშიც კი. ეს შენობა არის ორ ნაწილად გაყოფილი. ერთი ნაწილი არის იზოლირებული, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია, რადგან მეორე ნაწილი არის სამედიცინო სერვისების გასაწევად. ანუ საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, არამედ მოიყვანეს, რათა მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი, ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეომტკიცებულებაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც ვნახეთ, როგორ არაადამიანურად, არაჰუმანურად ექცევა სისტემა ადამიანს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამას აკეთებს პრეზიდენტის მიმართ.

ხელისუფლების პოზიცია, მოლოდინი სავარაუდოდ, იყო, რომ ამით ღირსებას შეულახავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თუმცა ჩემი პირადი აზრით, ამ ვიდეოების შემდეგ საპირისპირო შედეგი დადგა. აქ ჩანს, როგორ ღირსეულად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად მარტო მყოფი მიხეილ სააკაშვილი და როგორ არაადამიანურად იქცევა სისტემა“

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი