''საქართველოს ჰყავს მატყუარა იუსტიციის მინისტრი'' - აქციის მონაწილეები რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ 

12 ნოემბერი 2021, 15:21 1143 ნახვა

 ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან. ისინი მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ და ამისთვის 10 წუთს აძლევენ. ამბობენ, რომ მხოლოდ პარლამენტის წევრები შევლენ, რომლებსაც კანონით აქვთ მინისრტრთან შეხვედრის უფლება. 

ხაბეიშვილი პოლიციელებს მოუწოდებს გააკეთონ სპეციალური კორიდორი და ისინი უწყებაში შეუშვან. 

''საქართველოს ყავს მატყუარა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კლავს,'' - წერია ბანერებზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან მიიტანეს. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცხადებენ, რომ აქციები არ შეწყდება და გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება. 

პარალელურად აქცია იმართება დიდუბეში, სადაც აქციის მონაწილეები მეტრო „დიდუბესთან“ შეიკრიბნენ და ჯანდაცვის სამინისტროს წინ გადაინაცვლეს. 

სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი