სოფლად ვაქცინაცია გრძელდება. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნიგაზეულის სამედიცინო ამბულატორიაში გაეცნო.კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ამბულატორიასა და თემის სამედიცინო პუნქტში ტარდება.
ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.