შესაძლებელია საჭირო გახდეს მეოთხე დოზაც, ამ საკითხზე კვლევები მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

12 ნოემბერი 2021, 10:58 835 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით მესამე, ე.წ ბუსტერ დოზა უკვე გაიკეთა 4600-მდე ადამიანმა.

მისივე განცხადებით, იმ ვაქცინების დაცვის ეფექტურობა, რომლებიც დღეს მსოფლიოში ადმინისტრირდება მერყეობს 6 დან 8 თვის ფარგლებში ამიტომ კარგია, რომ 6 თვის თავზე იყოს ადმინისტრირებული მესამე დოზა.

გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს მეოთხე დოზაც და ამ საკითხზე კვლევები მიმდინარეობს.

"ჩვენ გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშრად მოგზაურობენ. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც არ ცნობს "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილებს, მათთვის საჭირო იყო რომელიმე სხვა ვაქცინის გაკეთება და ეს ჩვენი კანონმდებლობით დაშვებულია. თუ თქვენ მიემგზავრებით რომელიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან შეგიძლია გაიკეთოთ "ფაიზერი" მესამე დოზა და 28 დღის შემდეგ გაიკეთოთ მეოთხე დოზა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.

გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი