უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს - უკრაინის საგარეო უწყება

11 ნოემბერი 2021, 20:45 614 ნახვა

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინისთვის მიუღებელია სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენება, – ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ღირსეულად მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში