ოპოზიცია ხვალ თბილისში აქციას ორ ლოკაციაზე გამართავს

11 ნოემბერი 2021, 18:36 738 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ 14:00 საათზე ორ ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

მისივე თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. 

"ხვალ ვიკრიბებით სამასი არაგველის მეტროსთან დღის 2 საათზე და დიდუბის მეტროსთან, ქვედა შესასვლელ-გამოსასვლელთან 2 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში