მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო - თუმცა კონკრეტულ პირობას ასახელებს

11 ნოემბერი 2021, 18:16 1597 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მისი პირობები შესრულდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას და წვეტს შიმშილობას, თუმცა გადაწყვეტილების შესრულებისთვის ექსპრეზიდენტი გარკვეულ პირობებს ასახელებს.

"მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება.

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავამდყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. ამას გარდა, წამოუდგენელია, ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე მათი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ამ დანაყოფიდან, იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია.

ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით.

მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, როდესაც მე დავემორჩილები უპირობოდ, უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი