ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას - იუსტიციის მინისტრი

11 ნოემბერი 2021, 13:55 686 ნახვა

ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის მეორეში გადაყვანას - ამის შესახებ ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ განაცხადა. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილმა მკურნალობის არსებით ნაწილზე უარი განაცხადა და რისკი რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო იყო მზარდი.

''შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გდაწყვეტილება, რომ იგი #18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც მასზე სამედიცინო მეთვალყურეობა ბევრად უფრო მჭიდრო იქნებოდა და ეს რისკი სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, აქ გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები.

ჩვენ მრავალჯერ ვისაუბრეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც გახდა ცხადი, რომ დაახლოებით 500-600-კაციანი ჯგუფი გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლას. ეს გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი, 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან, აქვს ტელევიზორი და საბანკო ბარათი. 

''24 საათის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი. ასევე, იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე. ასევე, სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ რეკომენდაციები, რომლებსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე. ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლა უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობაზე მიზნით

ჩვენი ოპონენტები მაინც აგრძელებენ მსგავსი ტიპის ბრალდებებს, რაც, რა თქმა უნდა, მათი პრობლემაა. მე ამ ხალხზე არ ვაპირებ საუბარს. მე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვესაუბრები, რომ ჩვენმა ძვირფასმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ სად არის სიმართლე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში