გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

10 ნოემბერი 2021, 15:36 1332 ნახვა

7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

მანამდე კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ​პროკურორი გიგი უგულავას სასამართლოში ქცევის წესების დაცვისკენ მოუწოდებდა.

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი