ლომჯარია - დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების და ოჯახური სტატუსის გამოყენება

10 ნოემბერი 2021, 10:54 719 ნახვა

„დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი აქციის მიმდინარეობისას გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მსგავსი შეფასებები საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს – დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ფსიქო-ემოციური ძალადობისგან, რაზეც ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი