ჯანდაცვის სამინისტროსთან ხმაური და დაპირისპირებაა - დააკავეს რამდენიმე პირი

10 ნოემბერი 2021, 11:27 1050 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის წევრები" და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ხმაური და დაპირისპირებაა.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველები თხოვდნენ სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, სამართლამდაცველებმა 10-მდე პირი დააკავეს.

დაპირისპირებისას შეუძლოთ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი