საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი 

10 ნოემბერი 2021, 10:54 982 ნახვა

10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562 საიდანაც:

6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 596, იმერეთში - 1 440.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 124, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 38, იმერეთში - 29.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 818 - თბილისში, 275 - აჭარაში.

47 480 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი