გუშინ და დღეს სააკაშვილი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მოვითხოვ, რაც შეიძლება სწრაფად ვნახო - ნიკოლოზ ყიფშიძე 

08 ნოემბერი 2021, 23:13 640 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფიშიძე ექსპრეზიდენტის მონახულებას ითხოვს.

მისივე განცხადებით,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი დღის განმავლობაში იყო მძიმე, რის გამოც მნიშვნელოვანია მისი მუდმივი მეთვალყურეობა.

"პრეზიდენტ სააკაშვილი ბოლოჯერ გუშინ ვნახე, იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კოლსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე, რამდენიმე საათი ვიყავით იქ, მაგრამ მიშა არ გვინახავს. ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო - ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ ჩემი აზრით, ჩემ მიერ და ჩემი კოლეგების მიერ მისი ნახვა დღეს აუცილებელია“, - განაცხადა ყიფშიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი