აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს

08 ნოემბერი 2021, 22:11 639 ნახვა

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოუწოდა.

 ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. ვინც ახლა გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით. პარალელურად, კანცელარიის შენობასთან დიდი საპროტესტო აქციის გამართვისა, რომელიც გაგრძელდება, ბატონი ღარიბაშვილი თუ შიგნით არის, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ხვალ, დილის 10:00 საათზე უკვე დამატებით წერტილებში ვშლით აქციებს. ამ ყველაფრის პარალელურად, აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან. ის, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც არის მოსაგები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში