ალიევი შუშაში სამხედროებს შეხვდა

08 ნოემბერი 2021, 17:01 790 ნახვა

მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ დიადი ხალხი ვართ, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა ხალხმა თავისი სიდიადე როგორც ომის დროს, ასევე ომის შემდგომ წლებში გამოავლინა.

"სომხებმა ჩვენი ქალაქები დაანგრიეს. აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ამ მხარეს სტუმრობენ, მას გაოგნებულები ტოვებენ, აქ ჩადენილი ვანდალიზმით შეძრწუნებული. ეს ყველაფერი სომხებმა ოკუპაციის დროს გააკეთეს. ომის დროს ჩვენ ომის კანონებს ვიცავდით და ღირსეულად ვიქცეოდით“, - განაცხადა ალიევმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში