ხვეწნისა და მუდარის მიუხედავად, პირბადის ტარების რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ - გამყრელიძე 

08 ნოემბერი 2021, 15:10 1539 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში სიკვდილიანობის ინდიკატორი მომატებულია. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესება არ შეჩერდება თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება. ასევე აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. 

35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი. 

''ყოველდღიური და ყოველსაათობრივი მოწოდების მიუხედავად, ხვეწნისა, მუდარისა მოსახლეობისადმი, რომ ბატონო ვატაროთ პირბადე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი უგულველყოფილია და სამწუხაროდ გვაქვს ის რაც გვაქვს.'' 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, არსებული გათვლებით, ქვეყნაში დღეს იმუნური ფენა დაახლოებით 54%.

„ჩვენი გათვლებით, ვინც აცრილია და პლუს კიდევ გადატანილი აქვს, არის 54 პროცენტი. ანუ, ვისაც ჩვენ ვადგენთ ე.წ. სეროპრელევანტობის კვლევით, რომელიც ბოლოს ჩავატარეთ ზაფხულში, იმან მოგვცა 42 პროცენტიანი გადატანის მაჩვენებელი, პლუს აცრები და ვანგარიშობთ, რომ დღეს იმუნური ფენა ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 54 პროცენტი, რომელსაც ბუნებრივად, ან ხელოვნურად ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ანუ დაახლოებით მოსახლეობის 46 პროცენტი არის მიმღები, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამიტომაც არის ეს ტალღები, რაც გვაქვს. სულ მცირე 80 პროცენტი მაინც უნდა იყოს აცრილი, პლუს გადატანილი, ანუ იმუნური ფენა, რომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვიყოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი