მობილიზებულია 9 000-მდე საწოლი, უკვე დაკავებულია 6916 - თამარ გაბუნია 

08 ნოემბერი 2021, 14:35 781 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკებში საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. თამარ გაბუნიას თქმით, მობილიზებულია 9 000-მდე საწოლი, მაგრამ უკვე დაკავებულია 6916.

''როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა კვლავაც მაღალი რჩება. 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მაგრამ უკვე დაკავებულია 6916 საწოლი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია 1678 და რეანიმაციაში 355 პაციენტი წევს. გაუარესებულია ნიღბების ტარების მაჩვენებლი, 40% იყო ბოლოს და ახლა 35%-ზეა ჩამოსული.

მობილობის ზრდა არის 2%-იანი, რაც ხელს უწყობს ინფექციის კიდევ მეტად გავრცელებას. ამდენად, აქ ჩვენთვის გამოსავალია აქტიური ვაქცინაციის პროგრამა. ის გადაწყვეტილებები, რაც საბჭომ მიიღო პენსიონერების ვაქცინაციასა და მწვანე საშვთან დაკავშირებით, გარკვეულად წაახალისებს პროცესს,“- განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი