ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი-განცხადება პრემიერი-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს უნდა განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად გამოსავალი პანდემიის დასრულების.
„ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების რეალური გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან – ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის როგორც პრემიერ-მინისტრი ვალდებულია თითოეული მოქალაქის აზრი გაითვალისწინოს.
მისივე განმარტებით, მოქალაქეების უმრავლესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას.
"მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. რისკ ჯგუფებს რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ეს ადამიანები ჩაიტარონ ვაქცინაცია. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანის არჩევანში უხეში ჩარევა.
ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება"- განაცხადა პრემიერმა.