საქართველოში პირველი დეკემბრიდან ''მწვანე პასპორტები'' ამოქმედდება

08 ნოემბერი 2021, 14:05 3682 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეს ''მწვანე სტატუსი'' მიენიჭება თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72  საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. 

''განვმარტავავ, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, ჩემი რეკომენდაცია კი იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა. ამიტომ მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით,  ე.წ. მწვანე პასპორტებისთვის სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი და ის დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზებთან.

ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდპასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეეძლება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი