8 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 587. მძიმე პაციენტია 129, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 38 პირი.
1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 262 აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.